Sunday, 2 June 2019

ტრენინგის მერვე დღე

დღეს შევქმენით მენეჯმენტის დოკუმენტი.შემდეგ ბლოგში შევქმენით პეიჯები და ბლოგი გავაფორმეთ. ასევე დავამზადეთ ფასილიტაციის მასალა.

Saturday, 1 June 2019

ტრენინგის მეშვიდე დღე:დღევანდელ ტრენიგზე გავაკეთეთ მოსწავლისთვის დამხმარე რესურსი.გავაკეთეთ დოკუმენტი თვით შეფასებისთვის. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე.

Sunday, 26 May 2019

ტრენინგის მეექვსე დღე:
ტრენინგის მეექვსე დღეს შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრისთვის შეფასების რუბრიკა და სასწავლო პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

Saturday, 25 May 2019

ტრენინგის მეხუთე დღე.
ტრენინგის მეხუთე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი,რადგან დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევარზე და საავტორო უფლებებზე.ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი.მოსწავლის ნაშრომზე მუშაობისას მივხვდით თუ რა სახის სირთულეებს წააწყდებიან ბავშვები პროექტზე მუშაობისას.

Sunday, 12 May 2019

დღეს შევარჩიეთ შეფასების ფორმები:პროექტის დასაწყისში,პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასასრულისთვის.შევქმენით პრეზენტაციის ფორმა.საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.

Saturday, 11 May 2019

დღეს ვიმუშავეთ ჩვენი პროექტზე,დავისახეთ მიზნები ,შევარჩიეთ მიზნის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.ჩამოვაყალიბეთ სამი ტიპის შეკითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.

ზოგადი კითხვა:

  •    როგორ მივიღოთ საუკეთესო  გადაწყვეტილება?


თემატური კითხვა:
  •  .რაში დამეხმარება მონაცემთა შეგროვება?
  • .რატომ ვიყენებ ისტ-ს?
  • .როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ %-ტი ყოველდღიურ ცხოვრებაში?


შინაარსობრივი შეკითხვა:
  •  რა არის %-ი ?
  • .რა თანხა მომცეს მშობლებმა დაბადების დღის გადასახდელად?
  • .რომელი გასართობი ცენტრი რამდენ %-იან ფასდაკლებას გვთავაზობს?
  • .ვიცი თუ არა %-ის გამოთვლა?
  • .რა და რა გასართობი ცენტრებია ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლოს?
































Sunday, 5 May 2019

ტრენინგის მეორე დღე.

ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ წინა დღეს განხილული საკითხები.გავაკეთეთ ერთი ნებისმიერი ბროშურის ჩონჩხი და შემდეგ ინდივიდუალურად ყველამ თავისი პროექტისთვის შევარჩიეთ თემა და შევქმენით ბროშურა და ავტვირთეთ დრაივზე.
ჩემთვის საინტერესო  იყო ბუკლეტის შექმნა.

Saturday, 4 May 2019

პირველი დღის რეფლექსია

სამი რამ რაც დამამახსოვრდა:
1.ბლოგის  შექმნა.
2.პორთფოლიოს შექმნა.
3.პროექტების განხილვა.

შეკითხვა:
1.დავალებას აქვე შევასრულებთ თუ ?
2.?

კომენტარი:საინტერესო ყოფილა პროექტებით სწავლება და შევეცდები აუცილებლად გამოვიყენო პრაქტიკაში.